თამაშგარე

10:46 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნატალიას გამო მიტოვებული კარანტინი (ფოტოგალერეა)

კორონავირუსის გაგანია პანდემიის დროს „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ ამ რამდენინმე დღის წინ ფეხი დაჰკრა და ტურინიდან სამშობლოში წავიდა.

ამაში უცნაური რა უნდა იყოს, ფეხბურთი მაინც შეჩერებულია და ბრაზილიელიც ჩრდილოეთ იტალიაში უსაქმოდ გახლდათ. თუმცა, კარანტინი დაარღვია. დანიელე რუგანის დაინფიცირების შემდეგ მის თანაგუნდელებს თვითიზოლაცია გამოუწერეს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელმა ეს ყურად არ იღო და თავიანთ ქვეყნებს მიაშურეს.

მათ შორის ერთ-ერთი კოშტა იყო, რომელიც ბრაზილიაში გაემგზავრა. ვერც გავამტყუნებთ, იქ „იუვენტუსის“ შემტევს კარანტინზე მნიშვნელოვანი ვინმე ელოდა - ეშხიანი მეუღლე ნატალია ფელიქსი.

0.113626