ფეხბურთი

23:27 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ უეფას პრეზიდენტის გავრცელებული ინფორმაცია უარყო...

გუშინ გერმანულ ZDF-თან საუბარში ალექსანდრ ჩეფერინმა ჩემპიონთა და ევროპა ლიგების 3 აგვისტოს დასრულების შესახებ ისაუბრა. თუმცა, დღეს თავად უეფამ ეს ცნობა უარყო.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის დასრულების თარიღად 3 აგვისტო დაასახელა. ეს სიმართლე არაა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ ზუსტი თარიღი არაა მითითებული სეზონის დასრულებისთვის. უეფა შეაფასებს ყველა ვარიანტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ყველას პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვა.

შემდეგ ვნახათ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ მომენტში შესწავლილია ივლისში და აგვისტოში თამაშის შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უეფაში გადაწყვეტილება არ მიუღიათ შეწყვეტილი სეზონის შესახებ და განიხილება ყველა ვარიანტი.

თეგებიუეფა
0.107197