ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ტრაგიკულად დაღუპვიდან სამი თვის შემდეგ NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კობის ქვრივმა ვანესმა კი აცრემლებულმა თქვა: „ვისურებდი, რომ ამის აღნიშვნა შენთან ერთად შემეძლოს“.
ბრაიანტის გარდა, დიდების დარბაზში კიდევ რვა ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი. ხსენებულმა სამივე ლეგენდამ ერთად NBA-ს 11 ჩემპიონის და 4 MVP-ის ტიტული მოიგეს.
დიდების დარბაზის ახალი წევრების ჩამონათვალი ასეთია:
კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი, კევინ გარნეტი, ტამიკა კეჩინგსი, კიმ მულკეი (მწვრთნელი), ბარბარა სტივენსი (მწვრთნელი), ედი სატონი (მწვრთნელი), რუდი ტომიანოვიჩი (მწრთნელი) და პატრიკ ბაუმანი (მენეჯერი).