მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა მარკოს ლორენტემ თავის ძაღლს ენფილდი დაარქვა. ამის შესახებ ცნობილი ესპანელი ნახევარმცველის ინსტაგრამიდან გახდა.
„ენფილდი ცხოვრებას უყურებს“, - დაწერა სოციალურ ქსელში მარკოსმა.
ლორენტემ ძაღლს ენფილდი მას მერე დაარქვა, რაც „ლივერპულთან“ ამავე სახელწოდების სტადიონზე დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, 11 მარტს, „ატლეტიკომ“ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ 3:2 დაამარცხა და მარკოს ლორენტემ დუბლი შეასრულა.