ფეხბურთი

22:36 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს ვარცხნილობის ნაცვლად მამამ შვილს თმები რონალდოს სტილში შეჭრა (+VIDEO)

შვილმა მამას თმების შეჭრა კრიშტიანუ რონალდუს სტილში სთხოვა, თუმცა საბოლოოდ სულ სხვა შედეგი მიიღო. ლონდონის „ჩელსის“ პატარა ქომაგბმა მამამისს კრიშტიანუს ფოტოც აჩვენა თუ როგორი ვარცხნილობა სურდა.

მამაც გულმოდგინედ შეუდგა ბავშვის სურვილის „შესრულებას“ და თმები მართლაც შეჭრა. თუმცა, არა კრიშტიანუს, არამედ ბრაზილიელი რონალდოს სტილში, რომლითაც 2002 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშა.

როდესაც მზრუნველმა მამამ საქმიანობა დაასრულა, შვილი სიხარულით სარკისკენ გაეშურა, მაგრამ იქ მისულს სხვა რეალობა დახვდა და ტირილი დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117743