ფეხბურთი

20:05 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ნეიმარს "კამპ ნოუზე" დაბრუნებას დაპირდა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება ისევ აქტუალური თემაა. ბრაზილიელი შარშან ახლოსაც იყო ესპანეთში დაბრუნებასთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც პსჟ-ში დარჩენა მოუწია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სწორედ გასულ ზაფხულს „ბარსას“ ხელმძღვანელობამ ნეიმარს პირობა მისცა, რომლის შესრულების იმედი ბრაზილიელ ფეხბურთელს აქვს.

პირობა კი შემდეგში მდგომარეობს: „ბარსელონაში“ ან წელს დაბრუნდები, ან 2020 წელს“. როგორც იცით, „წელს“, ანუ 2019 წლის ზაფხულში დაბრუნება არ შედგა და ახლა სამხრეთ ამერიკელს 2020 წლის სატრანსფერო ფანჯრის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, ნეიმარი „ბარსელონას“ ღირსებას 2013-2017 წლებში იცავდა და შემდეგ 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენს“ მიაშურა.

0.113822