ფეხბურთი

18:43 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინს" კვარაცხელია არაფერში სჭირდება" - რუსული გამოცემა ყაზანელებს ქართველის გაყიდვას ურჩევს

რუსულმა გამოცემა Sportbox-მა სტატია გამოაქვეყნა, ფეხბურთელების, უფრო კონკრეტულად ლეგიონერების შესახებ, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგის გუნდებს არ სჭირდებათ. ჩვენთვის საინტერესო ის გახლვათ, რომ აღნიშნული გამოცემის ვერსიით, ერთ-ერთი მათგანი ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა.

„ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ სტაბილურად თამაშის გამო გადავიდა - ეს იყო სლოგანი, რომელიც ყაზანში კვარაცხელიას სკანდალურ გადასვლას უძღოდა. ამ საქმიდან რაფერი გამოსულა, ხვიჩა „რუბინშიც“ როტაციის მოთამაშეა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონიდ ლუცკის მოსვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ის ჯერ კიდევ მატჩის ნახევარს ან ოდნავ მეტს თამაშობს, მაგრამ ნამდვილად არაა შეუცვლელი ფეხბურთელი. ხვიჩას ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. მეორეს მხრივ, კვარაცხელია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და პოტენციალი აქვს. ალბათ ამიტომ, ისინი ჯერ არ შეელევიან“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, იმის ფონზე, რომ მოსკოვის „ლოკომოტივში“ მისი დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

ყაზანურ გუნდში ჩვენებურმა დღემდე 20 თამაში ჩაატარა (7-ჯერ იყო ძირითადში და მხოლოდ ორჯერ ითამაშა შეუცვლელად) და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ცოტა ხნის წინ ყაზანიდან საქართველოში მანქანით დაბრუნდნენ და კარანტინს სამშობლოში გადიან.

0.124709