კატალონიის „ბარსელონაში“ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, COVID-19 კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ჟორდი კარდონერს დაუდასტურდა.
მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბარსელონაში“ კორონავირუსი სამედიცინო შტაბის წევრებს დაუდგინდათ.