ფეხბურთი

17:33 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი პსჟ-შიც აღარ უნდათ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მაურო იკარდის არ გამოისყიდის. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა სეზონი შედეგიანად დაიწყო, შემდეგ თამაშის ხარისხს მოუკლო და პარიზელები არ აპირებენ ზაფხულში მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას.

იკარდი „ინტერის“ საკუთრებაშია და პსჟ-ს 70 მილიონი ევროს გადახდა მართებს თუ გამოსყიდვას გადაწყვეტს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ფრანგული მედიის ვარაუდით ეს არ მოხდება.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც „დორტმუნდთან“ წაგების მეორე დღეს იკარდიმ დაბადების დღე თანაგუნდელებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა. თავის მხრივ, არც იკარდია დიდად საფრანგეთში დარჩენის სურვილით აღვსილი და იტალიაში დაბრუნება უნდა, ოღონდ არა „ინტერში“, სადაც აღარ მიესვლება.

ამ შემთხვევაში იკვეთება „იუვენტუსის“ ვარიანტი, რომელსაც მისი გაფორმება გასულ ზაფხულსაც სურდა და თავად ფეხბურთელიც არ იქნება წინააღმდეგი, რომ შავ-თეთრი მაისურით შეიმოსოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099333