ფეხბურთი

21:24 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პრემიერლიგაში პაუზა გახანგრძლივდა

ინგლისის პრემიერლიგა მაისის დასაწყისში არ განახლდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელშიც პრემიერლიგის ყველა კლუბის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„დადგენილია, რომ პრემიერლიგა მაისის დასაწყისში არ განახლდება. სეზონი მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, როდესაც ამის გაკეთება ყველაზე მეტად მიზანშეწონილი იქნება. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ ამ რთულ მომენტში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუდმივად ვიმსჯელებთ სეზონის განახლების თარიღზე. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის მოქალაქეების, მოთამაშეების, მწვრთნელების, მენეჯრებისა და ყველა მათგანის ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტულია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერლიგა აქამდე 30 აპრილამდე იყო შეწყვეტილი, თუმცა, როგორც უკვე გავიგეთ, პაუზა გაგრძელდება. ინგლისში სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109987