ფეხბურთი

20:50 | 3.04.2020 | ნანახია 1230 - ჯერ

უეფა ბელგიურ გუნდებს ევროტურნირებიდან მოკვეთას უპირებს

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურვებს გაუბრაზდა, რომლებმაც პლეი-ოფის სისტემა გაანულეს და გუშინ სეზონი ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადეს.

ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ბელგიური გუნდები ამის გამო 2020-2021 წლების სეზონში ევროტურნირებიდან მოკვეთონ.

„არმგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სოლიდარობა არაა ცალმხრივი ქუჩა და ცალკე გრძნობა, არ შეიძლება ჯერ დახმარება ითხოვო და შემდეგ მარტო გადაწყვიტო რა არის უკეთესი. ბელგიელები და ფედერაციები, რომლებმაც შეიძლება იგივე ნაბიჯი გადადგან, საფრთხის ქვეშ არიან, რომ მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშონ.

ფეხბურთი მაყურებლების გარეშე არაა იგივე, მაგრამ ნამდვილად ჯობია თამაში და ტელევიზორში ყურება, ვიდრე საერთოდ არ ვითამაშოთ. ეს არის ის, რაც ხალხს სურს“, - აღნიშნა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, ბელგიის ჩემპიონად „ბრიუგე“ გამოცხადდა, მეორე ადგილი ქართველების „გენტს“ ერგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თუ რა თქმა უნდა, ჩეფერინის ვარაუდი არ გამართლდა და ბელგიური კლუბები დისკვალიფიკაციით არ დასაჯეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:52 | 04.04.2020
dinamo222 (8587)

მართალია ეს კაცი ! რა ეჩქარებოდათ იმ ჩემისებს? ივნისამდე 2 თვეა და ვინ იცის იქნება კორინა საერთოდ აღარ იყოს ივნისის დასაწყისისთვის თანაც მითუმეტეს ევროპის ჩემპიონატი გადაიდო და დროც ექნებათ საპლეიოფო და თუ კორონა ისევ იქნება ივნისში მაშინ რომ გაეუქმებინათ დედები მოეკუპრებოდათ ??

21:13 | 03.04.2020
KoRBeN DaLLaS (24846)

რომელი ევროტურნირებიდან უნდა მოკვეთონ ? რომელიც დიდი ალბათობით არ გაიმართება ?

21:07 | 03.04.2020
valeri8848 (2622)

ესენი ვერ არიან რა თვითონაც არ იციან რა უნდათ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066078
სარეკლამო ადგილი - 99
X x X