ფეხბურთი

16:05 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: რონალდუს შედევრი, ტაში და შეცვლილი ისტორია (+VIDEO)

ზუსტად ორი წელი გავიდა კრიშტიანუ რონალდუს დაუვიწყარი გოლიდან, რომელიც ახლა უკვე მის გუნდს, „იუვენტუსს“ გაუტანა. 2018 წლის 3 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „რეალმა“ ტურინში 3:0 მოიგო და კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა.

ფანტასტიკური იყო მისი მეორე გოლი, რომელიც „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა და აპლოდისმენტები მეტოქის ქომაგებსაც მოსწყვიტა.

„წარმოუდგენელი მომენტი იყო, მადლობა გადავუხადო „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს. ის, რაც მათ გააკეთეს, რაღაც ფანტასტიკური გახლდათ, არასდროს მომხდარა ჩემს კარიერაში“, - თქვა ნამატჩევს რონალდუმ.

როგორც ამბობენ, ტურინელი ქომაგების ჟესტმა დიდად განაპირობა ის, რომ ამ გოლიდან სამ თვეში პორტუგალიელი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა:

„მოლაპარაკება დაიწყო ნედვედთან და პარატიჩისთან პირველი შეხვედრის შემდეგ, „რეალის“ სასტუმროში, როდესაც ტურინში სათამაშოდ ემზადებოდნენ. შემდეგ ვითარება განვითარდა, გადამწყვეტი იყო პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ჩარევა, ასევე „რეალმაც“ მოისურვა შეთანხმების მიღწევა, ოპერაცია დაახლოებით სამი თვე გრძელდებოდა“, - განაცხზადა ჯორჟე მენდეშმა.

სხვათა შორის, ორი წლის წინ „იუვენტუსმა“ საპასუხო თამაში მადრიდში 3:1 მოიგო და მსაჯის კომპენსირებულ დრომდე 3:0-საც იგებდა, მაგრამ ბოლოს საქმეში გადამწყვეტი როლი ისევ რონალდუმ შეასრულა პენალტი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში „რეალს“ 4:3 მოაგებინა. ეს აპრილში იყო, ივლისში კი კრიშტიანუ უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა.

0.121206