გასული წლის 1 ივნისს ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ახლახან ცნობილი გახდა სიჩქარე, რომლითაც რეიესი მანქანას ტრაგიკული შემთხვევის მომენტში მართავდა.
დასკვნებმა აჩვენეს, რომ ავტომობილი საათში 187 კმ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც „მერსედესის“ მარცხენა უკანა საბურავი გასკდა, რამაც უბედური შემთხვევა განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ ხოსე ანტონიო რეიესთან ერთად მისი ბიძაშვილიც გარდაიცვალა.