ფეხბურთი

14:39 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუბა თვალგახელილი ოცნებობს: "რეალში" თამაშინ მინდა"

სანქტ-პეტერბურგის თავდამსხმელ არტიომ ძიუბას მადრიდის „რეალში“ თამაში სურს. 32 წლის რუსი ფეხბურთელის განცხადებით, ბავშვობიდან „სამეფო კლუბის“ ქომაგია და იქ თამაში მისი ოცნებაა.

„ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვარ. ჩემი ფავორიტი გუნდი იყო, როდესაც ზიდანი, ბექჰემი, გუტი, რაული, რობერტო კარლოსი, ფიგუ, იერო, მიჩელ სალგადო კასილიასი და რედონდო თამაშობდნენ. არჩევანის გაკეთება რომ შემეძლოს, იქ ვითამაშებდი“, - განაცხადა ძიუბამ.

შეგახსენებთ, რომ ძიუბას კარიერის განმავლობაში „სპარტაკში“, „ტომში“, „როსტოვსა“ და ტულის „არსენალში“ უთამაშია.

0.110851