ფეხბურთი

13:15 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: "მილანი" არასდროს დამავიწყდება"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ „მილანში“ გატარებული წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არასდროს დაივიწყებს „როსონერისა“ და „მილანს“.

„ძაკერონი ძალიან მნიშვენლოვანი იყო ჩემი „მილანში“ ადაპტაციისთვის, ძალიან გონიერი ადამიანი იყო და შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონი გუნდისთვის იდეალური არ ყოფილა, მაინც სასიამოვნოდ მაგონდება, განსაკუთრებით „ლაციოსთან“ „ოლიმპიკოზე“ ჰეთ-თრიქი.

„ოქროს ბურთი“? ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგე, ამისთვის დიდი ხანი ვშრომობდი. დიდი ემოცია იყო, როდესაც „მილანი“ – „ლეჩეს“ მატჩის წინ „სან სიროზე“ ქომაგებს წარვუდგინე. არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები „მილანის“ და იტალიის“, - აღნიშნა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო „მილანში“ 1999-2006 წლებში ბრწყინავდა და შემდეგ „ჩელსიში“ გადავიდა, სადაც წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ისევ იტალიურ გრანდს დაუბრუნდა, მაგრამ 2008-2009 წლების სეზონში ძველებურად ვეღარ ითამაშა. მთლიანობაში შავ-წითელი მაისურით „შევამ“ 322 მატჩში 175 გოლი გაიტანა.

0.119167