თამაშგარე

9:32 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფაუსტინიო ასპრილია - პრეზერვატივების მაგნატი

კორონავირუსის გამო მსოფლიოში ბევრი უმნიშვნელოვანესი პროდუქტისა და საყოფაცხორებო ნივთის შოვნა გართულდა. გაგიკვირდებათ და რთულად საშოვარ ნივთებს შორისაა პრეზერვატივიც, რისი ყიდვაც განსაკუთრებით ევროპაშია რთული. როგორც ჩანს სახლში შეკეტილი ევროპელები ამ ფრიად საჭირო რამეს დიდი მონდომებით მოიხმარენ.

ამ მასობრივი საპრეზერვატივო კრიზისისას ყველა დაამშვიდა ლეგენდარულმა კოლუმბიელმა აწუკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ფაუსტინიო ასპრილიამ, რომელსაც პრეზერვატივების მწარმოებელი საკუთარი ხაზი სახელად “ტინო“ აქვს და ერთ-ერთ პოპულარულ, თუმცა ძვირადღირებულ პრეზერვატივებს აწარმოებს.

ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ფაუსტინიომ დაწერა, რომ არაფერია სადარდებელი და სანერვიულო, რადგან მას 3.5 მილიონი პრეზარვატივი ჯერ ისევ აქვს მარაგში და თუკი საამისო მოთხოვნა იქნება, კიდევ რამდენიმე მილიონის წარმოება უახლოეს მომავალშიც შეუძლია. რა დრო მოვიდა! პანდემიის ჟამს საზოგადოებას კოლუმბიელი ფეხბურთელი ამშვიდებს...

0.142598