ფეხბურთი

2:18 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მადლობელი ვარ სირთულეების, მან ჩემი ხასიათი ჩამოაყალიბა" - ვაკო გვილიას ინტერვიუ სხვა კუთხით

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონური გუნდის ვებგვერდს ვრცელი და მეტად გულწრფელი ინტერვიუ მისცა. ჩვენებური ფეხბურთის გარდა საინტერესო საკითხებზე საუბრობს, თუ როგორ აიხდინა ბავშვობის ოცნება და საერთოდ, როგორ დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

- ვაკო რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?

- მეკითხები, რადგან ალბათ იცი, რასაც გიპასუხებ (იცინის). ვფიქრობ, რომ პრიორიტეტული ჯანმრთელობაა. ჯანმრთელობა გაქვს - შეგიძლია ყველაფერი, თუ არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ. ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე დავაყენებდი, ყველაფერი აქედან იწყება.

- გულწრფელად, პასუხს ველოდი: ოჯახი.

- ჯანმრთელობაზე საუბრისას მე არ ვფიქრობდი მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩემს ოჯახზე, მეგობრებზე და ნათესავებზე. ასე, რომ ეს არ გამორიცხავს ჩემს პირველ პასუხს. ალბათ ყველა ფიქრობს, რომ მისი ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას უყვარს თავისი ოჯახი.

- მაგრამ ყველა არ წერს ოჯახის წევრების სახელებს ვუცებზე...

- ვფიქრობ, რომ სხვა მოთამაშეებსაც იპოვნით. ეს სტილი რამდენიმე ხნის წინ დაკვიდრდა და ფეხბურთელები ბუცებზე იწერენ, მეუღლის, შვილის ან მშობლების სახელებს. თუმცა, ეს ჩემთვის უბრალოდ სიმბოლურია. შენი საყვარელი ადამიანები ბუცებზე კი არა გულში არიან.

- პირველად როდის ნახეთ უცხოეთში გამართულ მატჩზე თქვენი ოჯახის წევრები?

- ეს იყო ბელარუსში, როდესაც „ბატეს“ ღირსებას ვიცავდი. სამივე მათგანი მოვიდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს, მამაჩემის დაბადების დღეს. ძალიან მოტივირებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ისინი იქ იყვნენ და თავის წარმოჩენა მსურდა. საინტერესო ისაა, რომ გოლის გატანა შევძელი და მაისურის ქვეშ მეცვა მეორე მაისური, რომელსაც ეწერა: „გილოცავ დაბადების დღეს, მამა!“ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- ასევე საინტერესო იყო ავსტრიასთან მატჩიც...

- დიახ. ვგრძნობდი, რომ ჩემს უკან დიდი მხარდაჭერა მქონდა. თავიდანვე ყველაფერი კარგად დაიწყო, როდესაც ჰიმნის დროს კამერა გვიღებდა, ცალკე გულშემატკივრებსაც აფიქსირებდა და ტელეეკრანზე ჩემი სახის ჩვენების შემდეგ სრულიად შემთხვევით ჩემი და გამოჩნდა. მეგობრებმა, რომლებიც ამ თამაშს ტელევიზორში უყურებდნენ, უამრავი ფოტო გამომიგზავნეს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თამაშში წინ იყო - ავსტრიასთან საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე. უზარმაზარი სიამაყე იყო.

- თუმცა, და მხოლოდ მატჩებზე არ გიჭერთ მხარს...

- შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, რაც გარემოებებიდან გამომდინარე ადვილი არაა. ის აშშ-ში ცხოვრობს და დროში დიდი სხვაობაა, თუმცა, ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით და ყველაფერს ვეუბნებით, ვუზიარებთ აზრებს, ვაძლევთ რჩევებს. ჩემი და ძალიან ჭკვიანი და ხშირად წიგნებს ვურჩევთ ერთმანეთს, თუ კარგ ლიტერატურას რომელიმე აღმოავაჩენთ, სათაურებს ვეუბნებით.

- ახლახან მან ორი წიგნი გირჩიათ. რომელია უკეთესი?

- ვხედავ, რომ კარგად მომზადებული ხართ (იცინის). რამდენიმე დღის წინ ორი წიგნი მირჩია, „მდიდარ მამა, ღარიბი მამა“ და „ბერი, რომელმაც თავისი ფერარი გაყიდა“. ორივე შესანიშნავია, რომ მაგრამ უპირატესობას ბერს ვანიჭებ. ყოველშემთხვევაში, ალბათ ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც წამიკითხავს. ჩემს ტოპ სამეულში თამამად შედის. საერთოდ, ეს დღეები კითხვას ხელს ძალიან უწყობს.

- არ ვიცი სხვა მოთამაშე, რომელიც დღიურებს აკეთებს...

- მარიამ ღვთისმშობელო, ვინ გითხრა ამის შესახებ (იცინის)? მართალია, მაქვს სპეციაური რვეული, რომელშიც ყოველდღიურად ვწერ სხვადასხვა ამბებს. აზრები, მიზნების, რაც წინ მელოდება, ოცნებები ან მომავლის გეგმები. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვიტყვი, რადგან ეს პირადია. იქნებ ერთ დღეს ეს წიგნის დაწერაში დამეხმაროს. მართალი გითხრათ, ზოგჯერ ამაზეც ვფიქრობ, განსაკუთრებით სერიოზულად არა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება კარიერის დასრულების შემდეგ ვცადო.

- ლიტერატურა იმდენად მოგწონს, რომ პოეზიის თაყვანისმცემელიც გახდი...

- შეიძლება, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ნამდვილად მიყვარს ლექსების კითხვა. ძირითადად ქართული, თუმცა ჯოგჯერ რუსულიც. უბრალოდ ვცდილობ სამყარო უკეთ გავიცნოდა ვფიქრობ, რომ პოეზია მეხმარება. მეჩვენება, რომ თუ ამას წავიკითხავ, უკეთესი ადამიანი გავხდები, სრულიად განსხვავებულ შეხედულებებში მეხმარება.

- 16 წლის ასაკში ფეისბუქზე „პიანისტის“ ფრაგმენტი გააზიარეთ...

- შეიძლება ასეც ყოფილიყო. ამ ფილმმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან მომეწონა. დიდი ხნის წინ ვნახე, მაგრამ რადგან გამახსენეთ, კიდევ ერთხელ ვნახავ. საერთოდ ვთვლი, რომ ლიტერატურა, მუსიკა ან ფილმები ადამიანს განვითარების საშუალებას აძლევს. მე მიყვარს ფეხბურთი, ჩემთვის პირველ ადგილზე დგას, მაგრამ ერთ დღესაც დასრულდება, მაგრამ სამყარო აქ არ მთავრდება და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია განვითარება სხვა სფეროებში. მინდა უკეთესი ფეხბურთელი გავხდე, ეს აშკარაა, თუმცა, მსურს უკეთესი ადამიანიც ვიყო.

- თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია „კევინი მარტო სახლში“, კარგი შოუ მოგცათ საშობაოდ გაკეთებულმა ფოტომ...

- დიახ, მართალია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ფოტოგრადმა მატეუშმა ეს სურათი ჩემთვის გადაიღო. არ ველოდი, რომ ასეთი მაგარი გამოვიდოდა. რაც შეეხება აშშ-ს, როგორც ვთქვი, ჩემი და იქ ცხოვრობს, ერთად ვიყავით ნიუ-იორკში. მოვინახეთ ყველა ის ადგილი, სადაც ეს ფილმი გადაიღეს. ჩემთვის ეს ოცნება იყო, პირველად ბავშვობაში ვუყურე ამ ფილმს და ახლაც ყოველ შობას ვუყურებ (იცინის). მე და ჩემს დას ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა, ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ დღის ბოლოს ვრიგდებოდით. 16 წლის ვიყავი, როდესაც უკრაინაში სათამაშოდ წავედი, ის 18 ან 19 წლის იყო, როდესაც ემიგრაციაში, აშშ-ში წავიდა, ასე, რომ სწრაფად დავშორდით ერთმანეთს და შეხვედრის შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს. ალბათ ამიტომაა, რომ ყოველთვის დიდი სურვილი გვაქვს ერთმანეთს ვესაუბროთ.

- მე მაქვს თქვენი ბავშვობის ფოტო...

- მომწონს, ნახეთ, რა ხვეული თმა მქონდა, ეს გენეტიკაა და კომენტარის გარეშე დავტოვებ (იცინის). ეს სურათი გადაღებულია, როდესაც ალბათ 17 წლის ვიყავი და ჩემი და აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა, მე კი უკრაინიდან და ოჯახი შეხვედრა იყო.

- ქართველები მსოფლიოში ყველაზე ოჯახური ერია?

- ასე მგონია. ეს, ის ქვეყანაა, სადაც ოჯახი ნამდვილად დატვირთულია. როდესაც უცხოეთში წავედი, გამიკვირდა, რომ ხალხი ახლოს არ ცხოვრობს ერთმანეთთან. საქართველოში ყველას ახლო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან, ბიძაშვილებთან, ძმაკაცებთან, დეიდებთან, ბიძებთან. ქართული მენტალიტეტი ამ მხრივ ძალიან სპეციფიკურია, სრულიად განსხვავებული, ვიდრე სლავურ ქვეყნებში. ეს უბრალოდ მენტალიტეტის საკითხია, თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი ტრადიციები და განსხვავებები. არ ვგულისხმობ იმას, რომელი უკეთესია და რომელი - უარესი.

- მართლა ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლონეთში ვინმე ვინმეს შეხვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოგვარეა...

- ვიცი, რასაც გულისხმობთ (იცინის). ერთხელ, ხარკოვის მეტროპოლიტენში ვიყავი და დავინახე რეკლამა, რომელზეც ჩემი გვარი იყო გამოსახული. დავინტერესდი, ამოვიწერე მითითებული ნომერი და დავურეკე. ის ქართულ ტკბილეულს ყიდდა, შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ, ოჯახსაც ვეწვიეთ ზუგდიდში, ძალიან თბილად მიმიღეს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი.

- ოჯახური კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ბებია გახდა შენი პირველი მწვრთნელი...

- ეს ამბავი კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი მშობლების მონათხრობიდან ვიცი. დაახლოებით ორი წლის ვიყავი, ბებიასთან ერთად სასეირნოდ ხშირად დავდიოდი. როგორც ჩანს, ტროტუარზე რაც მხვდებოდა, ყველაფერს ფეხით ვეთამაშებოდი. შემოდგომაზე ფოთლები ჩამოცვენას რომ იწყებდა, ჩემთვის სამოთხე იყო. ბებიამ მშობლებს უთხრა და დაჟინებით მოითხოვდა ჩემთვის ბურთის ყიდვას. საბოლოოდ მან მიყიდა და ასე დაიწყო ჩემი კარიერა (იცინის). ექვსი წლის ასაკში ზუგდიდის სკოლაში აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც თამამად ვიტყვი, რომ ჩემთვის მეორე მამა გახდა. ზაურ ბულიამ ბევრი ცოდნა მომცა არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ ცხოვრების შესახებ. მასთან ერთად 16 წლის ასაკამდე ვიყავი და 10 წლის განმავლობაში მისგან ბევრი ღირებული გაკვეთილი მივიღე. მე ნამდვილად ვაფასებ ამ მწვრთნელს და მამასავით მიყვარს.

- მაგრამ, ნამდვილმა მამამაც დიდი წვლილი შეიტანა, რომ ახლა ფეხბურთელი ხარ...

- თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველისთვის ჯახი. მას თავიდანვე სურდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ ბაბუა წინააღმდეგი იყო. საქართველოში იმ დროს ფეხბურთი არც ისე პოპულარული იყო და ამიტომ, ბაბუას მიაჩნდა, რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, მამას სახლიდან სტადიონზე მივყავდი, მაგრამ როცა ვბრუნდებოდით, ბაბუა ძალიან ბრაზდებოდა. მამას ძალიან სურდა ფეხბურთელი გამოსულიყო და ეს ოცნება შვილში აიხდინა. ვცდილობდი მოლოდინი გამემართლებინა. მამა არ მაიძულებდა არაფრის გაკეთებას, ის ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნება ამეხდინა. ეს არც ისე ადვილი იყო, საქართველოში 90-იან წლებში. სახლიდან მოედანი ძალიან შორს იყო, თანაც საშინელ ვითარებაში, სულ ტალახში ვიყავი. მაგრამ მამაჩემს არასდროს უთქვამს, რომ მარტო წავსულიყავი ან დავბრუნებულიყავი სხლში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რამდენი უჯდებოდა ვარჯიშზე ჩემი ყოველი მიყვანა.

- ბევრი რთული მომენტი გქონდათ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში შენზე უარი თქვეს?

- ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო, საშინელი დარტყმა. მაშინ ბევრ რამეზე ვიფიქრე, ვფიქრობდი, რომ იქნებ ეს არ იყო ჩემი გზა და ძალიან სუსტი ფებურთელი ვიყავი. მაგრამ შემდეგ გონება მოვიკრიბე და გამოსავლის ძებნა დავიწყე. ვფიქრობ, რომ თუ პრობლემას უყურებ მხოლოდ პრობლემად,ეს მართლაცაა პრობლემა, მაგრამ მას თუ შეხედავ, როგორც გაძლიერების შანსს, ეს მხოლოდ გაგაძლიერებს, არამარტო, როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც ადამიანს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი, ხარკოვში ბიძა მყავდა. „მეტალისტის“ ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე და წარმატებას მივაღწიე, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს, ვიცოდი, რომ ეს ძლიერი გუნდი იყო, დავთანხდი, რადგან ასე უფრო შემამჩნევდნენ საქართველოში, რომლის ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის მთავარი მიზანი იყო. შემდეგ რეზერვიდან პირველ გუნდში მოვხვდი, ჩემი ცხოვრება გამოსწორდა. მადლობელი ვარ იმ სირთულეების, რადგან მათ შექმნეს არამხოლოდ ჩემი ცოდნა, არამედ ხასიათი. ამის წყალობით ვარ დღეს ის, ვინც ვარ.

- ალბათ მოგწონთ მარტო ყოფნა. „ბატეში“ თამაშის დროს პრაქტიკულად არ გადიოდით ბაზიდან...

- ეს მინსკიდან ერთი საათის სავალ გზაზე იყო და არ მინდოდა დროის დაკარგვა ქალაქიდან იქამდე გზის გავლაში. ორი საათი დამჭირდებოდა და ვფიქრობდი, რომ ამ დროის უკეთ გამოყენება შემეძლო. გარდა ამისა, მთელ ყურადღებას ფეხბურთს ვუთმობდი, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ბევრს ვკითხულობდი, დრო მქონდა. ვიცი, რომ ამ კუთხით ერთადერთი არ ვარ, რადგან იგივე „შახტარში“ ჩასულმა მხითარიანმა მსგავსად იმოქმედა და ბაზაზე ცხოვრობდა. ზოგადად, ცხოვრებაში მაქვს ასეთი წესი, საკუთარ თავზე 100%-ით უნდა დავიხარჯო, რომ კარიერის ბოლოს დავდგე სარკის წინ და ჩემს თავს ვუთხრა: ვაკო შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. რა თქმა უნდა, ყველაფერზე გავლენა არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. 16 წლის ვიყავი, მეზობელმა მკითხა, სად მიდიხარო, ვუპასუხე,რ ომ ოცნები ასახდენად და ფეხბურთის სათამაშოდ. შესაძლოა არ გამოგივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა სცადო და ყველაფერი გააკეთო. ასე უკეთესია, ვიდრე არავითარი მოქმედება, რადგან მაშინ მთელი ცხოვრება დამტანჯავდა აზრი, რომ რა მოხდებოდა, პირიქით გამეკეთებინა. ყოველთვის უნდა სცადოს 100%-ით დახარჯვა. ეს ყველაფერი ვუთხარი იმ ქალს.

- ბოლოს და ბოლოს, საქართველოდან დაგირეკეს...

- დიახ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ მეთამაშა საქართველოს ნაკრებისთვის. როდესაც თბილისში, საქართველო - საფრანგეთის მატჩს ვუყურებდი და იმ დროს მოედანზე ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორები ანრი ან რიბერი არიან, ვამბობდი, ერთ დღეს მინდა აქ ვითამაშო, მოვისმინო ჰიმნი და დავიცვა ჩემი დროშა. ეს ყოველთვის იყო ჩემი მიძა და როდესაც მივაღწიე, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. იმ გრძონას სიტყვებით ვერ აღვწერ.

- რა არის შენი ყველაზე დიდი მიზანი?

- ყოველდღე ვცდილობ, რომ გავიზარდო და უკეთესი გავხდე. მთის მწვერვალს არამარტო უნდა შეხედო, არამედ იქამდე მისასვლელი გზით უნდა ისიამოვნო, რადგან მას მრავალი ლამაზი ხედი აქვს. ყოველდღიურობით უნდა ვისიამოვნოთ, რადგან მომავალი საიდუმოა და მხოლოდ ის ვიცით, რაც დღეს არის. რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე დიდი ოცნება, მაგალითად ბავშვობიდან მინდოდა „იუვენტუსში“ მეთამაშა. ეს რთული იქნება, მაგრამ ცხოვრების სილამაზე ისაა, რომ ყველაფერია შესაძლებელი. როდესაც პატარა ვიყავი, ბევრი მეუბნებოდა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ ჩემი ოცნებისთვის ვიბრძოლე. ახლაც ვიბრძვი და წინ არაერთი მიზანი მაქვს. მინდა ტიტულები მოვიგო „ლეგიაში“, ჩემპიონატი, თასი და ვითამაშო ევროპის ჩემპიონატზე. გარდა ამისა, უბრალოდ მინდა ბედნიერი ადამიანი ვიყო.

0.149991