ფეხბურთი

0:48 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის რეგლამენტში ცვლილებაა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგასა და პირველ ბუნდესლიგაში ფეხბურთელთა დებიუტი ზღვარი შეამცირა.

ამ სეზონიდამდე გერმანიის ჩემპიონატში თამაში 17 წლის ფეხბურთელს შეეძლო, სეზონის მიმდინარეობისას ეს ზღვარი 6 თვით შემცირდა, ხოლო ახლახან მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო სეზონიდან უკვე 16 წლის ფეხბურთელს უფლება ექნება ბუნდესლიგაში ითამაშოს.

მიუხედავად უკვე ხსენებული წესისა, იყო გამონაკლისებიც. მაგალითად ნური შაჰინი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში დებიუტი 16 წლისა და 11 თვის ასაკში ჰქონდა და ეს რეკორდია.

თუმცა მის მიღწევას „დორტუნდის“ ტალანტი იუსუფა მუკოკო ემუქრება, რომელიც ნოემბერში 16 წლის ხდება და დებიუტის უფლება მიეცემა. მიუხედავად იმისა, რომ მუკოკო 15 წლისაა, უკვე თამაშობს „დორტმუნდის“ 19-წლამდე გუნდში და 34 გოლიც გაიტანა.

თეგებიბუნდესლიგა
0.115261