„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდათ. ვეტერანი არგენტინელის განცხადებით, მის კოლეგებს 1 წელიც შეუძლიათ უხელფასოდ თამაში.
„ფეხბურთელებს უხელფასოდ ცხოვრება 6 თვე ან 1 წელი შეუძლიათ. ჩვენ არ ვართ ისეთ სასოწარკვეთაში, როგორც ის ადამიანები, რომლებიც თავის შვილებთან ცხოვრობენ და ყოველდღე სახლს ადრე ტოვებენ ოჯახის შესანახად. ამ შემთხვევაში ჩვენ დახმარება უნდა მოვახერხოთ. ჩემთვის ადვილია საუბარი, როდესაც ვიცი, რომ ჩემი შვილებისთვის კვება გარანტირებული მაქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურში ვეღარ დადიან და ეს შემაშფოთებელია.
აქ სოციალურ კლასს მნიშვნელობა არ აქვს, ყველას გინვდა დახმარების ხელის გაწვდენა. ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა თანაბარი ვართ, ეს ვირუსი სამუდამოდ შეცვლის სამყაროს. იმედი მაქვს, გავიზრდებით, როგორც საზოგადოება, მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“, - განაცხადა ტევესმა.