ფეხბურთი

19:10 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ და ამბროზინიმ გაიხსენეს როგორ აბრაზებდა კალაძე გატუზოს (+VIDEO)

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა ანდრეა პირლომ და მასიმო ამბროზინიმ ინსტაგრამ ლაივში ისაუბრეს და წარსული გაიხსენეს.

ერთ-ერთ მომენტში კი საუბარი კახა კალაძისა და ჯენარო გატუზოს ცნობილი ამბავის შესახებ ჩამოვარდა. ამბროზინიმ და პირლომ ხალისით გაიხსენეს თუ როგორ აბრაზებდა კალაძე გატუზოს მისი დაბადების დღის შესახებ.

- პირლო: „ვახშამზე ვინ და ვინ ვიყავით? რინო, აბიატი, ბროკი და შენ. რა დრო იყო.

- ამბროზინი: მაშინ გატუზო თავისი თევზით მოდიოდა და თუ ვინმე იტყოდა, რომ თევზი გემრიელი არ იყო, სახეში ჩანგალს ესროდა.

- პირლო: რა სასაცილოა. მაგ დროს კალაც იყო ჩვენთან.

- ამბროზინი: მალტაზე ვიყავით. რინოს დაბადების დღე როდისაა? 6 თუ 7 იანვარი?

- პირლო: 8, არა 9 იანვარი.

- ამბროზინი: რინოს დაბადების დღეზე ვიყავით, მალტაზე. როდესაც მილანელოზე დავბრუნდით, პირველივე სადილზე კალა ამბობს: მინდა სიამოვნებით ვადღეგრძელო გატუზო, დღეს 13 იანვარია და რინოს დაბადების დღემდე 361 დღე დარჩა. დრო გადიოდა, კალა იმეორებდა: სიამოვნებით ვადღეგრძელებ, ახლა 340 დღე დარჩა რინოს იუბილემდე. დაუსრულებლად აგრძელდებდა, გატუზო კი გიჟდებოდა.

- პირლო: შესანიშნავი იყო.

კახა გატუზოს იუბილემდე თანაგუნდელებს ყოველდღე ახსენებდა, რომ გატუზოს დაბადების დღე 9 იანვარს იყო, თუმცა 10 იანვრიდან იგივეს კეთება განაგრძო და როგორც ადრე კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა, ამის გამო გატუზო ბომბს გავდა. კალაძისა და გატუზოს ეს ისტორია იხილეთ ვრცლად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113747