ფეხბურთი

17:44 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

Marca-ს ვერსიით რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ასე მიიჩნევენ ესპანური Marca-ს მკითხველები.

გავლენიანმა მადრიდულმა გამოცემამ საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა და პორტუგალიელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. რონალდუმ ლიონელ მესის, დიეგო მარადონას, ზინედინ ზიდანს, პაოლო მალდინის და სხვა ლეგენდებს აჯობა.

ფინალში კრიშტიანუს ხმა 246 ათასმა ადამიანიმა მისცა (54%), ხოლო მესის უპირატესობა 209 ათასმა მკითხველმა მიანიჭა (46%).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115849