ფეხბურთი

19:48 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯარისკაცი სონი

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჰონ-მინ სონი სამშობლოში ერთთვიან სამხედრო სავალდებულო მომზადებას გაივლის.

სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმ 2018 წელს აზიის თამაშებზე ჩემპიონობის შემდეგ ჯარიდან თავის დაღწევის უფლება მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაჩერდა, სამხედრო სამსახურის გავლა მაინც მოუწევს.

სონი კუნძულ ჯეჯუს ბაზაზე მომზადებას 20 აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში გაივლის.

აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომის საფრთხის წინაშე ყოფნის გამო სამხრეთ კორეაში ყველა მამაკაცი ვალდებულია სამხედრო მომზადება გაიაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113573