ინგლისური „ნორვიჩ სიტის“ მცველი ტიმ კლოზე კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. შვეიცარიელმა ინსტაგრამის ლაივში გადაწყვიტა გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინა როგორც ატარებს კარანტინში ერთ დღეს.
თუმცა, შეცდომა გაეპარა. კომპიუტერში ერთ-ერთ ფანჯარაში ცნობილი ვებგვერდი, PornoHub-ი ჰქონდა გახსნილი და ეს თავად არც შეუმჩნევია.
სამაგიეროდ, სხვებს არ გამორჩენიათ და ცხადია, ინფორმაცია საქვეყნოდ გავრცელდა.