რომის „ლაციო“ „მილანის“ კაპიტნის ალესიო რომანიოლის გადაბირებას გეგმავს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „არწივების“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მზადაა 25 წლის მცველს იმაზე მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე „როსონერიში“ იღებს (3.5 მილიონი ევრო სეზონში).
რომანიოლის „მილანთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუ უახლოეს პერიოდში არ გაახანგრძლივებს, შესაძლოა ლომბარდიულ გუნდს მისი გაყიდვა მართლაც მოუწიოს.
აღსანიშნავია, რომ რომანიოლი „რომას“ აკადემიაში აღიზარდა და დიდ ფეხბურთშიც „ჯალოროსის“ მაისურით შედგა ფეხი. თუმცა, ცნობილია, რომ „ლაციოს“ დიდი გულშემატკივარია და 2018 წელს რომაელთა კარში გატანილი პენალტი არ აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომანიოლი „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობს და 181 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 2018 წლიდან კი გუნდის კაპიტანია. მანამდე ნიჭიერი ფეხბურთელი გენუის „სამპდორიაში“ ასპარეზობდა.