ფეხბურთი

23:04 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიაში" კორონავირუსი დაამარცხეს

ესპანური „ვალენსიას“ ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

როგორც გავლენიანი მადრიდული გამოცემა იტყობინება, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ COVID-19-ის ტესტებმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხები აჩვენა.

„ვალენსიაში“ 10 ფეხბურთელი და 15 კლუბის თანამშრომელი იყო დაინფირებული. მათ შორის, ეზეკიელ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე გაია, თუმცა სხვა ფეხბურთელების სახელები ამ დრომდე არ გაჟღერებულა.

0.135363