ფეხბურთი

12:20 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: საქართველოს ნაკრების დაუვიწყარი და ისტორიული გამარჯვება (+VIDEO)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურინი გამარჯვება 2003 წლის 30 აპრილს მოიპოვა, ზუსტად 17 წლის წინ! „მიხეილ მესხზე“ ივო შუშაკის დებიუტი შედგა, ხორვატი ეროვნულ ნაკრებს დროებით წვრთნიდა და მისი პირველი თამაში ისტორიული გამოდგა. საქართველომ ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში რუსეთს უმასპინძლა.

შეხვედრა ჯერ კიდევ 2002 წელს უნდა გამართულიყო და იმართებოდა კიდეც, მაგრამ სტადიონზე დენი გაითიშა და თამაში ჩაიშალა. შედეგად, აპრილში შედგა და საქართველომ მეტოქის ძლევა შეძლო.

მატჩის გმირი მალხაზ ასათიანი გამოდგა, რომელმაც მე-11 წუთზე გიორგი დემეტრაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ თავით შეძლო მეტოქის კარის აღება და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მასპინძლებს გატანა კიდევ არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ შეძლეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა და გამარჯვებაც მოიპოვეს.

საქართველო: ლომაია; ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, კვირკველია, ბურდული (შაშიაშვილი 80), ცქიტიშვილი, ნემსაძე, დემეტრაძე, აშვეთია (ალექსიძე 85), ასათიანი (დიდავა 75)

მწვრთნელი: ივო შუშაკი

რუსეთი: მანდრიკინი, ნიჟეგოროდოვი, იგნაშევიჩი (ევსიკოვი 14), სმერტინი, სემაკი, ალდონინი (სიჩევი 79), ონოპკო, ალენიჩევი, ტიტოვი; იზმაილოვი (კერჟაკოვი 46), კარიაკა

მწვრთნელი: ვალერი გაზაევი

გოლი: 1:0 ასათიანი (11)

0.111439