უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი 2020 წელს არ ჩატარდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიზეზი ცხადია კორონავირუსის პანდემიაა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში უიმბლდონის ტურნირი მესამედ გაუქმდა. 1915-1918 და 1940-1945 წლებში შესაბამისად პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო. ახლა კი, მსგავსი ფაქტი მესამედ დაფიქსირდა და საქმეში კორონავირუსი ჩაერია.
ამრიგად, უიმბლდონის 134-ე გათამაშება 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.