ფეხბურთი

18:50 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ივნისის ყველა სანაკრებო მატჩი, მათ შორის, საქართველო - ბელარუსი გადაიდო

დღეს, უეფამ თავისი ორგანიზაციის წევრ 55-ვე ქვეყნის ფედერაციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ვებგვერდის ცნობით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილებაც მიიღეს.

უპირატესობა შიდა ჩემპიონატებისა და ევროთასების დასრულებას მიენიჭა და უეფა მზადაა თუნდაც ეს ივლის-აგვისტოში მოხდეს. ვიდეოკოფერენციაზე მსჯელობის შედეგად, დაადასტურეს, რომ პრიორიტეტი მიმდინარე სეზონის დასრულებაა (შიდა ჩემპიონატების) და ამის შემდეგ განახლდება ევროთასებიც.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარტიდან ივნისში გადატანილი ყველა სანაკრებო მატჩი, მათ შორის, საქართველო - ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალი, ისევ გადაიდო. როდის გაიმართება აღნიშნული თამაში, ჯერ უცნობია, სავარაუდო თარიღად მიმდინარე წლის შემოდგომა სახელდება. ცხადია, შექმნილ ვითარებაში უცნობია ისიც, როდის განახლდება შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონი.

უეფას ვიდეოკონფერენციაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

ივნისში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი (მამაკაცთა და ქალთა შორის) გადაიდო, გაურკვეველი ვადით, რაზეც შემდეგში იმსჯელებენ. ეს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ევრო 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრებსა და ქალთა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებსაც.

უეფას ყველა სხვა ტურნირის მატჩები, მათ შორის სანაკრებო ამხანაგური შეხვედრები გადაიდო მომდევნო შენიშვნამდე.

17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ქალთა შორის, რომელიც ივლისში საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმებულია.

მაისში დაგეგმილი ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი ქალთა შორის, გაურკვეველი ვადით გადაიდო (არ გაუქმდა, რადგან ეს ტურნირი ფიფას 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი, რომელიც ივლისში უნდა გამართულიყო, გადაიდო. იმავე მიზეზით, რადგან პარალელურად ეს ტურნირი იმავე ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.

2020 წლის აპრილში დაგეგმილი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2020-2021 წლების სეზონის უეფას ყველა საკლუბო ტურნირის ვადები გადაიწევს შემდეგ ჩანიშვმადე. ეს ეხება მოთამაშეთა რეგისტრაციას და ლიცენზირების საკითხსაც. უეფა დააწესებს ახალ ვადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114847