ფეხბურთი

2:20 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინსენ კომპანი მზადაა "ანდერლეხტის" ფეხბურთელებს ხელფასი თავად გადაუხადოს

ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მცველი ვინსენ კომპანი მზადაა თანაგუნდელებს ხელფასი საკუთარი ჯიბიდან გადაუხადოს.

ბელგიური გუნდის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის გამო შემცირებული შემოსავლების გამო ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლება გადაწყვიტა, რასაც მოთამაშეები არდაეთანხმნენ და გუნდში პრაქტიკულად აჯანყება დაიწყო.

HLN-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ფეხბურთელებს ეს ხელფასი თავად გადაუხადოს.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენმე ფეხბურთელი ამითაც უკმაყოფილოა და მართებულად არ მიაჩნიათ, რომ ხელფასი კომპანიმ უნდა გადაიხადოს.

0.120602