ფეხბურთი

1:22 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი "ვისლას" ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურში

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ პოლონური გუნდის ვებგვერდმა გამოარჩია.

„ვისლას“ ლეგიონერთა სიმბოლური ასეთია:

ტომას დანე (გერმანია), ნებოისა ჟივკოვიჩი (სერბეთი), ჟარკო ბელადა (მონტენეგრო), მიტარ პეკოვიჩი (სერბეთი), ანხელ გარსია საბეზალი (ესპანეთი), ემანუელ ეკვეუემე (ნიგერია), გიორგი მერებაშვილი (საქართველო), ლუმირ სედლაჩეკი (ჩეხეთი), დიმიტარ ილიევი (ბულგარეთი), რიკარდინიო (ბრაზილია), ხოსე კანტე მარტინესი (ესპანეთი)

შეგახსენებთ, გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 106 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით კი, კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.

0.12608