ჩოგბურთი

20:18 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მორესმო: „არ იქნება ვაქცინა არ იქნება ჩოგბურთი“

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა 40 წლის ფრანგმა ამელი მორესმომ კორონავირუსთან დაკავშირებით კომეტნარი გააკეთა.

„ვფიქრობ ჩოგბურთში სეზონი დასრულებულია. ჩოგბურთის ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ტურნირების ორგანიზებაში უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იღებს მონაწიელობას. ასევე ამ პროცესში მაყურებელია ჩართული. მათ გარეშე ტურნირები ვერ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ იქნება ვაქცინა, არ იქნება ჩოგბურთი“ - განაცხადა ამელი მორესმომ.

მორესმოს ერთეულთა თანრიგში ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მიპოვა. 2004 წლის სექტემბერში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთლი გახდა. 2010 წელს კარიერა დაასრულა და მწვრთნელი გახდა. ის მიხაელ ლოდრას, ვიქტორია აზარენკას, მარიონ ბარტოლის, ენდი მარეის და ლუკაშ პუიეს წრთვნიდა.

0.116967