ფეხბურთი

18:14 | 31.03.2020 | ნანახია NaN - ჯერ

იგლი ტარე: "სეზონი გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად უნდა გაგრძელდეს"

რომის „ლაციოს“ სპორტული დირექტორი იგლი ტარე მიიჩნევს, რომ სეზონი აუცილებლად უნდა გრგძელდეს. ალბანელის აზრით, სეზონის შეწყვეტა კლუბებში მწვავე ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს.

„სეზონი უნდა დასრულდეს. ჩემპიონატები უნდა გაგრძელდეს დაღუპულთა და ყველა გულშემატკივრის პატივსაცემად. ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება და უსამართლო იქნება სეზონის ჩაშლა.

იტალიური ფეხბურთისთვის სეზონის შეწყვეტა უბედურების მომტანი იქნება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს არ მოხდეს. იტალიური კლუბების უმეტესობის შემოსავლის 75% სატელევიზიო უფლებებს წარმოადგენს და თუ ეს შემოსავალი არ იქნება, კლუბების ბიუჯეტი კატასტროფას განიცდის.

გვინდა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება, ეს ასევე ნიშნავს ვარჯიშსაც. ფეხბურთელები სხვას არაფერს ელოდებიან“, - თქვა იგლი ტარემ.

შეგახსენებთ, „ლაციო“ სერია A-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.062839