ფეხბურთი

17:12 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "რეალურია, რომ მომდევნო სეზონი ზამთარში დაიწყოს"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. „კალეს“ განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების გამო, მომდევნო სეზონი ზამთარში დაიწყოს.

„იმისთვის, რომ ჩვენი ჩემპიონატის გაყალბება არ გამოგვივიდეს, აუცილებელია ამ სეზონის დასრულება. ეს ასევე ეხება მრავალი გუნდის გადარჩენას, რათა თავიდან აცილებული იქნას უპრეცედენტო ეკონომიკური კატასტროფა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 2019-2020 წლების სეზონი უარეს შემთხვევაშიც სექტემბრამდე უნდა გახანგრძლივდეს თუ სხვანაირად შესაძლებელი არ იქნება. შედეგი: მომდევნო სეზონის დასაწყისმა შესაძლოა ზამთრის დასაწყისისთვის გადაიწიოს, რომ ფეხბურთელებმა ისარგებლონ შვებულებით და საკმარისი წინასასეზონო მომზადებით. ეს მშვენივრად წარმოსადგენი სცენარია“, - განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, ევროპაში ამ დროისთვის საფეხბურთო ჩემპიონატი მხოლოდ ბელარუსში მიმდინარეობს. სხვა ჩემპიონატების განახლების თარიღები კი ამ ეტაპზე უცნობია.

0.122676