თამაშგარე

13:32 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "სახლში ყოფნით ვეხმარებით მსოფლიოს, რომ დავამარცხოთ ეს საშინელი ვირუსი"

ამერიკული „სან ხოსეს“ ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ექიმებს და იმ ხალხს, ვინც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის, მადლობა გადაუხადა.

"სახლში ყოფნით ვეხმარებით მსოფლიოს, რომ დავამარცხოთ ეს საშინელი ვირუსი. არ დაგვავიწყდეს ის ხალხი, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ჩვენთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს და ყველას ვინც გვეხმარება საშინელი ვირუსის დამარცხებაში. თქვენ გმირები ხართ. ძალიან დიდი მადლობა", - თქვა კაშიამ.

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკამ, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ყველას გადაასწრო და დღეის მონაცემებით ქვეყანაში 164.359 დაინფიცირებულია, რომელთაგანაც 3.173 გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110898