ფეხბურთი

11:35 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გუნდოგანი: "სეზონის შეწყვეტის შემთხვევაშიც "ლივერპული" ჩემპიონობას იმსახურებს"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გუნდოგანი დარწმუნებულია, რომ სეზონის შეწყვეტის შემთხვევაშიც, ჩემპიონად „ლივერპული“ უნდა გამოცხადდეს.

გერმანელ ფეხბურთელს ეს სამართლიან გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ჩემი აზრით, სწორი იქნება თუ სეზონის შეწყვეტის შემთხვევაშიც ტიტული „ლივერპულს“ გადაეცემა. ვფიქრობ, ეს მართებული ნაბიჯი იქნება. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს, კლუბებს, რომელთაც კარგი სეზონი აქვთ, არ სურთ სეზონის შეწყვეტა, ხოლო რომელთაც არ აქვთ, პირიქით, უნდათ, რომ სეზონი შეწყდეს. ყველა შემთხვევაში „ლივერპული“ ჩემპიონობას იმსახურებს“, - თქვა გუნდოგანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენილი და „ლივერპულს“ 25-ქულიანი უპირატესობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109307