ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა 2003 წლის ზაფხულის გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ 18 წლის კრიშტიანუ ლისაბონის „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
მენდეშის განცხადებით, რონალდუს ბოლომდე არავის სჯეროდა, გარდა სერ ალექს ფერგიუსონისა, რომელმაც მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მწვრთნელი გადამწყვეტი ელემენტი იყო ტრანსფერში. კრიშტიანუს საქმე ამის შესანიშნავი მაგალითია. ის ყველა კლუბს უნდოდა, მაგრამ „სპორტინგიდან“ მხოლოდ იჯარით წაყვანა სურდათ. ერთადერთი ვინც მზად იყო, რომ მისი სატრანსფერო უფლებები გამოესყიდა, სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი, ხოლო „იუნაიტედი“ რონალდუსთვის იდეალური გუნდი იყო“, - თქვა მენდეშმა The Independent-თან საუბარში.