უეფა მომავალზე ფიქრობს და თავისი წევრი 55-ვე ქვეყნის ფედერაციებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩანიშნა.
როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ოთხშაბათს, 1 აპრილს თათბირი გაიმართება, სადაც საუბარი იქნება შეჯიბრებების მომავალზე, ფეხბურთელთა კონტრაქტებზე, სატრანსფერო ბაზარზე და მატჩების რეპროგრამირებაზე.
შეგახსენებთ, საფეხბურთო სეზონი ბელარუსის გარდა, ყველგან შეწყვეტილია და ამ ეტაპზე არავინ იცის, როდის განახლდება ტურნირები.