ფეხბურთი

0:31 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ფეხბურთელი: "მორატის "ინტერში" ჩემი მიყვანა უნდოდა, მაგრამ მოურინიომ არც იცოდა ვინ ვიყავი"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დიამანტიმ 2009 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც მასიმო მორატის მისი „ინტერში“ მიყვანა უნდოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს წარმოდგენაც არ ჰქონდა მის შესახებ და თუ ვინ იყო დიამანტი.

დიამანტის განცხადებით, პორტუგალიელს ჯერ დეკუს გადაბირება ჰქონდა განზრახული, სემდეგ ვესლი სნეიდერის და მეორე სწადელს მიაღწია კიდეც.

„ინტერთან“ ახლოს ვიყავი, რადგან მორატი ჩემით დაავადებული იყო, რადგან რეკობას ვაგონებდი (რეკობა მორატის ფავორიტი ფეხბურთელი გახლდათ - რედ). მაშინ მწვრთნელი მოურინიო იყო და იკითხა: „დიამანტი ვინაა?“ ჟოზე დეკუს მიყვანა სურდა, რომელიც „ბარსელონადან“ „ჩელსიში“ გადავიდა და მეც ჩემს აგენტს დავურეკე, ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ტრანსფერის შანსს ზრდიდა, მაგრამ მან მითხრა, რომ ახლა სნეიდერი სურდა. საბოლოოდ, მე „ვესტ ჰემში“ წავედი და „ინტერმა“ იმ სეზონში ტრიპლეტი მოიგო, შესაბამისად, კარგი არჩევანი გააკეთეს“, - აღნიშნა დიამანტიმ.

შეგახსენებთ, დიამანტის არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ვესტ ჰემში“, „უოტფორდში“, „ლივორნოში“, „ბოლონიაში“, „ფიორენტინასა“ და „პერუჯაში“. იტალიის ნაკრებში კი 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

0.114996