ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიხაელ მოლსმა სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთა გვერდითაც უთამაშია.
49 წლის ექსშემტევის რჩეულთა შორის შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის თანაგუნდელი „რეინჯერსში“ იყო.
მეკარე: ედვინ ვან დერ სარი
მცველები: ფერნანდო რიკსენი, კრეიგ მური, ლორენცო ამორუზო, არტურ ნუმანი
ნახევარმცველები: კლაუდიო რეინა, ბარი ფერგიუსონი, რონალდ დე ბური, როდ უოლასი, ჯოვანი ვან ბრონხორსტი
თავდამსხმელი: შოთა არველაძე
მოლსს ნიდერლანდების ნაკრებში ექვსჯერ უთამაშია, ხოლო „რეინჯერსში“ 1999-2004 წლებში ირიცხებოდა, არველაძე კი შოტლანდიურ გრანდში 2001-2005 წლებში ირჯებოდა.