ფეხბურთი

16:08 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლოკომოტივი" სოსო ფრუიძემ ჩაიბარა

თბილისის „ლოკომოტივს“ სოსო ფრუიძე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია „რკინიგზელთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. 62 წლის სპეციალისტი ბოლოს საჩხერის „ჩიხურაში“ მუშაობდა, რომელსაც 2008-2020 წლებში ავარჯიშებდა.

მანამდე ფრუიძემ წყალტუბოს „სამგურალში“, ზესტაფონის „მარგვეთში“, ქუთაისის „ტორპედოში“, სამტრედიის „იბერიასა“ და „ბორჯომში“ იმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ „ლოკომოტივი“ ლევან კორღალიძემ კორონავირუსის გამო ფეხბურთელებისთვის შემცირებული ხელფასის მოტივით საკუთარი სურვილით დატოვა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისური გუნდი ორი ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100581