ისტორია

7:46 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

30 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1991 - დაიბადა დავით მარსაგიშვილი. 84 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 2012 და 2013 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ევროპის 2011 წლის პირველობის ფინალისტი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1890 - “ბლექბერნ როვერსის” ცენტრფორვარდი ბილ თაუნლი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. იმ მატჩში “ბლექბერნმა” “შეფილდ უენსდეი” 6:1 დაამარცხა.

1900 - დაარსდა ურუგვაის საფეხბურთო ასოციაცია. 1916 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის წევრი, 1923 წლიდან კი ფიფაში გაერთიანდა. ურუგვაის ნაკრებმა 1930 წელს მოიგო მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი. 20 წლის შემდეგ მუნდიალი კიდევ ერთხელ მოიგო. 1924 და 1928 წლებში მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები.

1924 - “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა ბილი მერედიტმა ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მონაწილეობა, თავისი 50 წლის იუბილემდე ოთხი თვით ადრე მიიღო.

1970 - საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრები ზედიზედ მერვედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1990 - ჩატარდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი. თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთი 1913”-თან 0:1 დამარცხდა. ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1991 - მექსიკელმა მძლეოსანმა არტურო ბარიოსმა, 20 კმ მანძილზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (56:55,6).

1997 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, სომხეთის ეროვნულ გუნდს 7:0 მოუგო. გოლები შოთა არველაძემ (3), არჩილ არველაძემ (2), გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს, 30 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ზოიძე (ტოგონიძე), ლობჯანიძე, ცხადაძე (კაპიტანი), შელია (შეყილაძე), ჩიხრაძე (გოგიჩაიშვილი), კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული (ყაველაშვილი), ქეცბაია (ა. არველაძე), ქინქლაძე (გახოკიძე), შ. არველაძე (ა. მუჯირი). მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი.

2005 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის სესარჩევ მატჩში, ტურქეთის ეროვნულ გუნდთან 2:5 წააგო. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე ამისულაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. შეხვედრას ნორვეგიელი არბიტრი, ჰოგი მსაჯობდა. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: დევაძე (ლომაია), ხიზანეიშვილი (სალუქვაძე), მჟამავანაძე, კალაძე (კაპიტანი), ამისულაშვილი, ცქიტიშვილი (ბურდული), ასათიანი, გოგუა, კობიაშვილი, იაშვილი, აშვეთია. საქართველოს ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა.

2005 - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, ფეხბურთის ფრანგი ვარსკვლავი, მიშელ პლატინი დაესწრო. გარდა ამისა, იგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” “ინდიანა პეისერზს” მოუგო (94:93). ქართველმა ცენტრმა 39 წუთში 17 ქულა მოაგროვა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება განახორციელა.

2010 - საკალათბურთო ევროლიგის მეოთხედფინალის მესამე მატჩში “ბარსელონამ” მადრიდში “რეალს” 84:73 მოუგო, სერიაში 2:1 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1900 - სანტოს ურდინარანი. 1919-33 წლებში ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “ნასიონალის” ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ოთხგზის ჩემპიონი. ორჯერ გახდა ოლიმპიური თამაშების, ხუთჯერ – ურუგვაის ჩემპიონი.

1905 - მაკიო ოდა. იაპონელი მძლეოსანი. სამხტომში 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1915 - არსენიო ერიკო. პარაგვაელი ფორვარდი. გამოდიოდა ასუნსიონის “ნასიონალში”, არგენტინულ “ინდეპენდიენტესა” და “ურაკანში”. არგენტინის ჩემპიონატში ჩაატარა 332 მატჩი, გაიტანა 293 გოლი (სარეკორდო) მაჩვენებელი. 1938 და 1939 წლებში გახდა არგენტინის, 1942-ში – პარაგვაის ჩემპიონი. 1937, 1938 და 1939 წლებში გახდა არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. გარდაიცვალა 1977 წლის 23 ივლისს.

1930 - ანატოლი (გიგა) ნორაკიძე. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. გამოირჩეოდა სელექციის ნიჭით და ქუთაისის “ტორპედოში” მუშაობისას მრავალი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღმოაჩინა და აღზარდა. ერთ მატჩში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მინიჭებული აქვს საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. გარდაცვალებამდე აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა.

1933 - გარი გრეგი. 1950-60-იან წლებში ჩრდილოეთ ირლანდიისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე. ინგლისის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1958 წლის მიუნხენის ტრაგედიისას მანჩესტერელ თანაგუნდელებთან ერთად თვითმფრინავში იჯდა, მაგრამ სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა.

1933 - რუბენ ნავარო. 1950-60-იან წლებში არგენტინის ნაკრებისა და ბუენოს აირესის “ინდეპენდიენტეს” მცველი. ორჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი. 1965 წელს მოიგო ლიბერტადორესის თასი.

1939 - რობერ ერბენი. საფრანგეთის ნაკრებისა და “სენტ-ეტიენის” მცველი-ნახევარმცველი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოთამაშეობისას ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ – თასის მფლობელი. 1972-82 წლებში წვრთნიდა “სენტ-ეტიენს”. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე ფლობდა ქვეყნის თასს, 1976-ში კი “სენტ-ეტიენი” ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა.

1940 - ჯერი ლუკას მიდლტოუნი. ამერიკელი კალათბურთელი. აშშ-ის ნაკრებისა და “ნიუ იორკ ნიკზის” მეფარე. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1964 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალწვეულად.

1963 - ალექსეი მიხაილიჩენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის “დინამოს” (1982-1990), გენუას “სამპდორიას” (1990-1991), “გლაზგო რეინჯერსის” (1991-96) ნახევარმცველი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1988 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. 1992 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1985, 1986, 1990 წლებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1982, 1985, 1987, 1990 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს. 1986 წელს მოიპოვა თასების თასი. 1988 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1991 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. 1992, 1993, 1994 წლებში გახდა შოტლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

1973 - იან კოლერი. ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების, ბრიუსელის “ანდერლეხტის,” ბელგიის “ლოკერენის,” დორტმუნდის “ბორუსიას”, სამარის “კრილია სოვეტოვის” ფორვარდი (202 სმ). საფეხბურთო კარიერის დასაწყისში კოლერი გოლკიპერი იყო და 2002-2003 წლების სეზონში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაშისას, მან “ძველი პროფესია” გაიხსენა. იენს ლემანის მოედნიდან გაძევების შემდეგ, კოლერი დორტმუნდელთა კარში ჩადგა და მიხაელ ბალაკის რამდენიმე უძლიერესი დარტყმაც მოიგერია. იანმა კარის “მშრალად” შენახვა მოახერხა. იგი ბუნდესლიგის კვირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. იმავე შეხვედრაში კოლერმა გოლიც გაიტანა.

1976 - ალექსანდრ ხარიტონოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტამპა ბეის” ფორვარდი.

1976 - ობადელე ტომპსონი. ბარბადოსელი მძლეოსანი. 100 მეტრზე რბენაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.

1979 - ანატოლი ტიმოშჩუკი. დონეცკის “შახტარის”, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის”, მიუნხენის “ბაიერნის” უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი. “ზენიტთან” ერთად მოგებული აქვს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი (2008).

1984 - მარიო ანჩიჩი. ხორვატი ჩოგბურთელი. 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იმავე წელს ითამაშა უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში. მოგებული აქვს ატპ-ის სამი ტურნირი. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 3 მილიონ 955 ათასი დოლარი.

1986 - სერხიო რამოსი. ესპანეთის ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. შიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2007 და 2008 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 2008-ში მოიპოვა ქვეყნის სუპართასი. 2004 წელს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

1991 - დავით მარსაგიშვილი. 84 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 2012 და 2013 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ევროპის 2011 წლის პირველობის ფინალისტი.

0.137286