ფეხბურთი

13:19 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მასთან ძალიან პატარები და უძლურები ვიყავით" - ტურამი რონალდოსთან პირველ დუელზე

საფრანგეთის ნაკრების, "მონაკოს", "პარმასა" და "იუვენტუსის" ყოფილი მცველი ლილიან ტურამი ბრაზილიელ ფენომენს, რონალდოს იხსენებს. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ ამერიკელთან პირველი დაპირისპირება საინტერესოდ აღწერა:

"პირველად რონალდუსთან თამაში "პარმაში" ყოფნისას მომიწია. თამაში დაიწყო და ცოტა ხანში ჩემს წინ აღმოჩნდა. ბურთს ისე ეპრობოდა, რომ მოჯადოვებული დავრჩი და ყველაფერს ისე სწრაფად აკეთებდა, მანამდე რომ არ მენახა. იმ დღეს ორი ნაბიჯის მოძრაობით მცდებოდა. კარისკენ სწრაფად მიიწევდა და ფაბიო კანავაროს დავუყვირე: "წააქციე, წააქციე!"ფაბიომ ეს გააკეთა და მსაჯმა გააფრთხილა.

შემდეგ ისევ აღმოჩნდა ჩემთან პირისპირ და ბურთი გაიგდო, მისი შეჩერება არ შემეძლო. ცოტა ხანში ფაბიო მიყურებს და მითხრა: "ლილი, თამაშს 9 ფეხბურთელით დავამთავრებთ, როგორ უნდა შევაჩეროთ?" რონალდომ ყველაფერი გაიგო, ჩვენსკენ მოტრიალდა და ძალიან ცუდი იტალიურით გვეუბნება: "მაპატიეთ, ცოტა გადავაჭარბე".

მე და კანავარო ერთმანეთს უსიტყვოდ ვუყურებდით. ამ სიტყვებმა გვაგრძნობინა, რომ ძალიან პატარები, თითქმის უძლურები ვიყავით. ამიტომაც იყო ფენომენი", - გაიხსენა ტურამმა.

0.122295