ფეხბურთი

12:50 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "მარადონას ქომაგებმა უნდა აღიარონ, რომ მესიმ დიეგო ტახტიდან ჩამოაგდო"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ხშირად აკეთებს კომენტარს მიმდინარე მოვლენებზე და ახლა, როცა ფეხბურთი გაჩერებულია, კიდევ უფრო აქტიურობს.

კასანო მიიჩნევს, რომ ლიონელ მესიმ დიეგო არმანდო მარადონას აჯობა და ეს „მარადონისტებმა“ უნდა აღიარონ.

„მარადონამ გააკეთა ის, რაც 4-5 წლის განმავლობაში არ გვინახავს, მაგრამ მესი იგივეს 15 წელია აკეთებს. 710 გოლი გაიტანა, 300 პასი შეასრულა, როდესაც ის თამაშობს, მისი გუნდი 1:0-ს იგებს. მარადონას ქომაგები უნდა აღიარონ სიმართლე: მესიმ ტახტიდან ჩამოაგდო“, - თქვა კასანომ.

გარდა ამისა, იტალიელმა მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდიდან ბრაზილიელ რონალდოსთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული ისტორიაც გაიხსენა.

„დეპორტივოსთან“ ვაგებდით (0:1), მთელი სტადიონი განსაკუთრებით რონალდოს უსტვენდა. შესვენებაზე მწვრთნელის მის შეცვლას და მოედანზე ვან ნისტელროის შეყვანას აპირებდა, მაგრამ მივიდა მასთან და უთხრა: „15 წუთი მომეცი და 2 გოლს გავიტან“. მართლაც, მეორე ტაიმის მე-15 წუთზე რონალდოს დუბლით 2:1-ს ვიგებდით. მაშინ ვთქვი, რომ თუ ფეხბურთის ღმერთი არსებობდა, ეს რონალდო იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მესი მასზე მაღლა დგას“, - დასძინა კასანომ.

0.1106