ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებთანაც უმუშავია.
პორტუგალიელის რჩეულ 11-ეულში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ლონდონის „ჩელსიდან“ ერთბაშად რვა ფეხბურთელისთვის მოძებნა ადგილი.
„განსაკუთრებულის“ განსაკუთრებული გუნდი ასეთია:
მეკარე: პეტერ ჩეხი
მცველები: ხავიერ ძანეტი, რიკარდო კარვალიო, ჯონ ტერი, უილიამ გალასი
ნახევარმცველები: ფრენკ ლამპარდი, კლოდ მაკელელე, მესუთ იოზილი, ედენ აზარი
თავდამსხმელები: დიდიე დროგბა, კრიშტიანუ რონალდუ