ფეხბურთი

1:38 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა, მაგრამ პროექტი ნულიდან უნდა დაიწყოს"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ მშობლიური გუნდის მთავარი მწვრთნელობა მისი მიზანია. „ალ-სადის“ თავკაცის განცხადებით, უნდა დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ნულიდან დაიწყება.

„ახლა, როდესაც მწვრთნელი ვარ, შემიძლია ფეხბურთელებს ჩემი შეხედულება გადავცე, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ მსურს პროექტი, რომელიც ნულიდან დაიწყება, რომელშიც ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.

მინდა ვიმუშაო ადამიანებთან, რომლებსაც ვენდობი, ერთგულები იქნებიან. მე გუნდური მოთამაშე ვარ, არ მინდა გადაწყვეტილებები მარტო მივიღო. აქ, „ალ-სადში“ თანამშრომლებთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სიტყვა ჩემზეა.

„ბარსელონაში“ ჯეიდონ სანჩოსა და სერჟ განბრის ვისურვებდი, რაც შეეხება ნეიმარს, არ ვიცი, მოერგებოდა თუ არა სოციალურ გარემოს, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ბრწყინვალე იქნებოდა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ესპანელ სპეციალისტს მშობლიური გუნდი ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად განიხილავდა, მაგრამ ჩავიმ იუარა და „ბარსელონამ“ კონტრაქტი კიკე სეტიენს გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113089