ფეხბურთი

15:30 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის სპორტის მინისტრი: "3 მაისს საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება არარეალისტურია"

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა იტალიაში ყველა სპორტის სახეობის ჩატარებას კიდევ ერთი თვით აკრძალავს და ასევე აპრილში სავარჯიშო მოედნები და დარბაზებიც დაიხურება. აღნიშნული ინფორმაცია თავად მინისტრმა გაავრცელა.

"ხვალ სპორტული შეჯიბრებების ჩატარებაზე აკრძალვას ერთი თვით კიდევ გავაკრძელებ. ასევე, შეზღუდვა შეეხება სავარჯიშო პროცესებსაც, რომელიც აქამდე ოლიმპიადის შესაძლოა ჩატარების გამო არ გვქონდა." - ციტირებს Sky Sports-ი ვინჩენცოს სიტყვებს.

იტალიელმა ასევე განაცხადა, რომ "საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება 3 მაისს არარეალისტურია". იტალიაში კორონავირუსის სწრაფი ტემპით გავრცელების გამო ჩემპიონატი შეწყდა და ჯერჯერობით განახლების ზუსტი თარიღი უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112739