გერმანული "შალკეს" ფეხბურთელებმა, ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა ხელფასები შეიმცირეს და პრემიებზე უარი განაცხადეს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დაზოგილი მილიონებით კლუბი შეძლებს, რომ დასაქმებულ 600 ადამიანს ხელფასი გადაუხადოს.
"როდესაც ფეხბურთელებს სიტუაცია გავაცანით არც ერთი მოთამაშე არ ყოფილა ვისაც ხელფასის დაკლებაზე უარი ეთქვას " - განაცხადა "შალკეს" სპორტულმა დირექტორა იოხენ შნაიდერმა.