ფეხბურთი

12:44 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" პრეზიდენტი მარსელ იანსენი გახდა

"ჰამბურგის" პრეზიდენტი გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარსელ იანსენი გახდა. აღნიშნულ ინფორმაცია Kicker-ი ავრცელებს.

აღნიშნული თანამდებობიდან კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბერნდ ჰოფმანი გადადგა. გადადგომის მიზეზად კი სხვა დირექტორებთან იონას ბოლდტომთან და ფრანკ ვეტშტაინთან უთანხმოება სახელდება. თანამდებობიდან ასევე წავიდნენ მაქს-არნოლდ კეტგენი და ვიცე-პრეზიდენტი ტომას შულცი.

იანსენი "ჰამბურგში" 2008-2015 წლებში თამაშობდა და 152 მატჩი აქვს ჩატარებული. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მარსელმა 45 შეხვედრა ჩაატარა.

0.106139