ისტორია

8:03 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

29 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1925 - დაიბადა დავით ციმაკურიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე, პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე (79 კგ წონითი კატეგორია) გაიმარჯვა. დავით ციმაკურიძე საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონია. წარმატებით გამოდიოდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირებზეც. გარდაიცვალა 2007 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896 - პრაღაში შედგა პირველი დედაქალაქური დერბი. 121 მაყურებლის თანდასწრებით “სლავიამ” და “სპარტამ” თამაში 0:0 დაასრულეს.

1912 - თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში. მასპინძლებმა მოუგეს ბაქოში მომუშავე ინგლისელ მენავთობეთა გუნდს 2:0.

1936 - შედგა ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, ტომი ლოუტონის დებიუტი “ბარნლის” შემადგენლობაში. იმ დღეს, ლოუტონი 16 წლისა და 5 თვის იყო.

1940 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯონი პეიჩეკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1981 - ფინელმა ტაინა ლეჰტოლამ ქალთა შორის ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (110 მ).

1986 - უეინ გრეცკიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მან ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის ერთი სეზონის განმავლობაში, 126-ე შედეგიანი პასი გაუკეთა პარტნიორებს.

1989 - საბჭოთა ჰოკეისტებს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თამაშის ნება ოფიციალურად დართეს.

1992 - ჩატარდა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩები.

1995 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიასთან 0:2 წააგო. ორივე გოლი ბუნდესნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა გაიტანა. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 110 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპიტანი), შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, კუდინოვი, ჯამარაული (გოგრიჭიანი), რ. არველაძე (ყაველაშვილი), ქინქლაძე, შ. არველაძე. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

1998 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შეტევის წარმოებისათვის 24 წამიანი დროის დაწესების შემდეგ, ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი ჩატარდა. “ინდიანა პეისერზი” “სან ანტონიო სპერზთან” 55:74 დამარცხდა.

2000 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ისრაელის ნაკრებთან 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. მატჩი აშქელონში ჩატარდა და მას ორი ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: გრიშიკაშვილი (გვარამაძე), სილაგაძე, ნემსაძე (კაპიტანი), ხიზანიშვილი, კალაძე, ჯამარაული (მენთეშაშვილი), ქეცბაია, ქინქლაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე (სიჭინავა), ა. არველაძე (ალექსიძე). ნაკრებს დაბით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ.

2003 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მას 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ლომაია, ხიზანეიშვილი, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, ნემსაძე (კაპიტანი), ჯამარაული, ქეცბაია (დემეტრაძე), ქინქლაძე (დიდავა), იაშვილი. მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე

2005 - ევროპის 2006 წლის ახალგაზრდული (21) წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრები თურქი თანატოლების გუნდთან დამარცხდა (0:2). შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა.

2007 - საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგის ქალაქ ეშ-ალზეტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძელ თანატოლთა გუნდი 2:1 დაამარცხა. ქართველთაგან ორივე გოლი რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა.

2008 - ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნიჩბოსანთა რიგით 154-ე შეჯიბრება 74-ედ ოქსფორდელებმა მოიგეს.

2014 - საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთსსოხუმიდაქუთაისი-2010”დაუპირისპირდნენ. ბოლო მე-4 მეოთხედშიქუთაისი-2010”-მაშეძლოუპირატესობისმოპოვება, გაიმარჯვა 81:66 და არსებობის ისტორიაში საქართველოს თასსპირველადდაეუფლა. ფინალურიშეხვედრისსაუკეთესო მოთამაშედქუთაისი-2010”-ის ფორვარდიგიორგი ბარბაქაძეაღიარეს. ყველაზემეტი 23 ქულასოხუმისცენტრალურმა თავდამსხმელმა ვახტანგქადარიამ დააგროვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1915 - არჩილ კიკნაძე. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. 1939 და 1940 წლების საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი. 1946 და 1947 წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 150 მატჩი. სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1925 - დავით ციმაკურიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე, პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე (79 კგ წონითი კატეგორია) გაიმარჯვა. დავით ციმაკურიძე საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონია. წარმატებით გამოდიოდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირებზეც. გარდაიცვალა 2007 წელს.

1929 - გივი კარტოზია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (75 კგ წონითი კატეგორია) მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. რომის 1960 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გივი კარტოზია პირველი ქართველი სპორტსმენია რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი პლანეტის უძლიერესი ფალავანი სამჯერ გახდა (1953, 1955, 1958). 1956 წელს დაეუფლა მსოფლიოს თასს. გივი კარტოზია სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. იგი 1998 წელს გარდაიცვალა.

1937 - გორდონ მილნი. გასული საუკუნის 60-იანი წლების “ლივერპულის” ერთ-ერთი ქამყვანი ფეხბურთელი. მოგებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა და თასი.

1952 - რაინერ ბონჰოფი. გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1976 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” და ამ გუნდის შემადგენლობაში სამჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, მოიპოვა ქვეყნის თასი, 1977 წელს დაეუფლა უეფას თასს, 1980-ში კი თასების თასს.

1961 - ოლეგ იაძე. ქართველი სამბისტი და მწვრთნელი. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ჭაბუკთა, ხოლო მომდევნო წელს ახალგაზრდებს შორის. 1991 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვთნელი. 1997 წელს, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის არაოფიციალურ ჩათვლაში პირველობა მოიპოვა. ოლეგ იაძე იყო სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი. მას აღზრდილი ჰყავს მრავალი ტიტულოვანი სამბისტი. იგი ღირსების ორდენის კავალერია.

1965 - ფოტო სტრაკოშა. ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეკარე. 1990-2005 წლებში იცავდა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას და ჩაატარა 73 მატჩი (გაუშვა 117 ბურთი). მოპოვებული აქვს საბერძნეთის ჩემპიონობა და თასი.

1966 - კრასიმირ ბალაკოვი. ბულგარეთის ნაკრების, ლისაბონის “სპორტინგის,” “შტუტგარტის” ფეხბურთელი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 92 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. 1991 წელს გახდა ბულგარეთის ჩემპიონი, 1997-ში დაეუფლა გერმანიის თასს. 1995 და 1997 წლებში დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1972 - მანუელ რუი კოშტა. პორტუგალის ნაკრების, ლისაბონის “ბენფიკას,” ფლორენციის “ფიორენტინას,” “მილანის” ფეხბურთელი. 1989 და 1991 წლებში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 2003 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, 2004 წელს _ იტალიის ჩემპიონატში, ხოლო 1996 და 2003 წლებში იტალის თასის გათამაშებაში. ასევე რუი კოშტამ 1996 წელს იტალიის სუპერთასიც დაისაკუთრა. 1994 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, 1993 წელს კი თასის მფლობელი.

1973 - მარკ ოვერმარსი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის,” “არსენალის,” “ბარსელონას” ფეხბურთელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. ჰოლანდიელთაგან ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში, ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი. 1995 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.

1974 - იოსებ ახალბედაშვილი. სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი (1997). მსოფლიოს პირველობებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი. ევროპის 1998 წლის ჩემპიონი. კონტინენტის პირველობის სამგზის მესამე პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი.

1976 - ჯენიფერ კაპრიატი. ამერიკელი ჩოგბურთელი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1990 წელს მოიპოვა ფედერაციის თასი. 2001 და 2002 წლებში გახდა ავსტრალიის ღია პირველობის, ხოლო 2001 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. მსოფლიოს კლასიფიკაციაში იყო პირველ ადგილზე.

0.113991