ფეხბურთი

23:18 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ და ქართული გოლიც გავიდა (+VIDEO)

ევროპაში ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ და დღეს მეორე ტურის მატჩები ჩატარდა. ქართული გოლიც გავიდა, თავი გეგა დიასამიძემ გამოიჩინა.

სოლიგარსკის „შახტიორმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „გოროდეიასთან“ საგარეო (2:0) მატჩში მოიპოვა და ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. 56-ე წუთზე კი გეგამ ანგარიშის გახსნა მოახერხა და ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო ბელარუსის ჩემპიონატში.

სოლიგარსკელთა მეორე ქართველი ლეგიონერი ლაშა შინდაგორიძე განაცხადში არ ყოფილა და შესაბამისად, არ უთამაშია. „შახტიორს“ 3 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

0.122658